დისკრიმინაცია

დისკრიმინაცია
• (ლათ. discriminatio განსხვავება) - სახელმწიფოს იურიდიული თუ ფიზიკური პირის უფლებების შეზღუდვა რაიმე მიზეზითა თუ ნიშნით. ადამიანთა გარკვეული კატეგორიის დისკრიმინაცია შეიძლება ხდებოდეს მათი რასობრივი კუთვნილების, ეროვნების, სარწმუნოების, პოლიტიკური მრწამსისა და სხვა ამგვარი ნიშნებითა თუ მოტივით. დისკრიმინაცია, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული, ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპებს და აკრძალულია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,
• ადამიანისათვის რაიმე ნიშნის მიხედვით უპირატესობის მინიჭება
Source: გიორგაძე გრიგოლ, მიქანაძე ავთანდილ ეს ყველამ უნდა იცოდეს : ჯიბის წიგნი პაციენტთათვის / გრიგოლ გიორგაძე, ავთანდილ მიქანაძე ; კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი - თბ., 2002,
• კლასისა თუ კატეგორიის მიხედვით ადამიანთა ჩაგვრა მათი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე; წინასწარგანწყობა, რომელიც ქცევაში გადაიზრდება, მაგ., რასობრივი დისკრიმინაცია, უმცირესობების დისკრიმინაცია და ა.შ.
Source: ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.,
• […] ტერმინი გაგებულ უნდა იქნას როგორც განსხვავება, გამორიცხვა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება რაიმე ნიშნით, როგორიცაა რასა, კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური ან სხვა მრწამსი, ეროვნება ან სოციალური წარმომავლება, საკუთრება, დაბადება ან სხვა გარემოება, და რომლის მიზანია ან იწვევს თანასწორ საფუძველზე ყველა ადამიანის მიერ ყველა უფლებისა და თავისუფლების აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების გაუქმებას ან გაუარესებას
Source: ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები = Economic, Social and Cultural Rights : სახელმძღვ. / რედ.: ასბორნ ეიდე, კატარინა კრაუზე, ალან როსას ; თარგმანი ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძისა - მე-2 განახლ. გამოც. - [თბ., 2006],
• განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ მათი რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ეროვნულ უმცირესობასთან კავშირის ან პირადული უარყოფითი განწყობის საფუძველზე.
• ადამიანის უფლებათა შეზღუდვა ან შელახვა სოციალური, რასობრივი, ეროვნული (იხ. ეროვნული წარმომავლობა), ენობრივი, სქესობრივი კუთვნილების, პოლიტიკურ, რელიგიურ ან სხვაგვარ შეხედულებათა, აგრეთვე ქონებრივი, ასაკობრივი ან სხვაგვარი მდგომარეობის მიხედვით. დ გვევლინება ინდივიდთა თანასწორობის უარყოფად და შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს (იხ. კანონის უზენაესობა) ძირითად პრინციპებთან (იხ.: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948); საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ; ევროპული კონვენცია (1950) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ. იხ. აგრეთვე: კონვენცია (1969) რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ; 1973 წლის საერთაშორისო კონვენცია დანაშაულებრივი აპარტეიდის აღმოფხვრისა და დასჯის შესახებ, 1978 წლის დეკლარაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესახებ მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთგაგების გაძლიერების, ადამიანთა უფლებების განვითარების, რასიზმთან, აპარტეიდთან და ომის წაქეზებასთან ბრძოლის შესახებ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1958 წლის კონვენცია შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ; იუნესკოს 1960 წლის კონვენცია განათლების სფეროში დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ და სხვა საერთაშორისოსამართლებრივი დოკუმენტები, რომლებიც კრძალავენ დ-ის ყველა ფორმას). საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის თანახმად, (მე-14 მუხ.), ,,ყველა ადამიანი დაბადებით და კანონის წინაშე თანასწორია, მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.</div>
See also: <<დისკრიმინაციის აკრძალვა>>
Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006.
• ნიშნავს სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას, გამიჯვნას ან შეზღუდვას, რომელმაც შესაძლებელია შედეგად მოიტანოს ან რომლის მიზანია ქალის მიერ, მისი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის უფლებებისა სა ძირითადი თავისუფლებათა აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების შესაძლებლობების შესუსტება ან სრული უარყოფა (CEDAW I მუხლი).
Source: Internet publication

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно решить контрольную?

Полезное


Смотреть что такое "დისკრიმინაცია" в других словарях:

  • დისკრიმინაცია სქესის ნიშნის მიხედვით — • საყოველთაო დეკლარაციის მე 2 მუხლი აცხადებს ადამიანის ყველა უფლების ნამდვილობას ,,ყოველგვარი განსხვავების გარეშე”. შემდგომ მასში სპეციალურად მოიხსენიება რამდენიმე ნიშანი, რომლებიც გამოიყენება ადამიანებს შორის გამიჯვნის თვითნებურად… …   Georgian encyclopedia

  • დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით — ნიშნავს ყოველგვარ დაყოფას, გამოყოფას, შეზღუდვას გენდერული ნიშნით, რაც იწვევს, ან რისი მიზანიც არის, შეზღუდოს ერთ ერთი სქესის წარმომადგენელი იმაში, რომ ის მეორე სქესის წარმომადგენლის მსგავსად სარგებლობდეს ადამიანის უფლებებით პოლიტიკურ, სამეურნეო,… …   Georgian encyclopedia

  • რასობრივი დისკრიმინაცია — • ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად საერთაშორისო კონვენციის მიხედვით ტერმინი ნიშნავს ნებისმიერ განსხვავებას, განსაკუთრებულობას, შეზღუდვას ან უპირატესობას, დაფუძნებულს რასაზე, ფერზე, ეროვნულ ან ეთნიკურ წარმოშობაზე, რომელიც მიზნად ისახავს გააუქმოს ან… …   Georgian encyclopedia

  • ქალის დისკრიმინაცია — • რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად საერთაშორისო კონვენციის მიხედვით ნიშნავს სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას, გამიჯვნას ან შეზღუდვას, რომელმაც შესაძლებელია შედეგად მოიტანოს ან რომლის მიზანია ქალის მიერ, მისი ოჯახური… …   Georgian encyclopedia

  • რელიგიური დისკრიმინაცია — და შეუწყნარებლობა საერთაშორისო კონფლიქტების ერთ ერთი უძველესი მიზეზია და, როგორც ეს ასე კარგად ჩანს ისრაელი/პალესტინის დამოკიდებულებიდან, იგი კონფლიქტის მიზეზია დღესაც. რელიგია ერთ ერთ ფაქტორად ჩანს ადამიანის უფლებების განვითარების ისტორიის… …   Georgian encyclopedia

  • რევერსული დისკრიმინაცია — გულისხმობს დისკრიმინაციულ პოლიტიკას ან აქტებს, რომელთა განხორციელების შედეგად აიგებს არადომინირებული ჯგუფის დომინანტური ჯგუფის ხარჯზე; მაგ., აშშ ში ტერმინი გამოიყენება მაშინ, როცა არაკვალიფიუცური კანდიდატურა მიიღება სამსახურში იმის საფუძველზე,… …   Georgian encyclopedia

  • ქალთა დისკრიმინაცია — სქესის ნიშნით ნებისმიერი განსხვავება, გამიჯვნა ან შეზღუდვა, რომელმაც შესაძლებელია შედეგად მოიტანოს ან რომლის მიზანია ქალის მიერ, მისი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ,… …   Georgian encyclopedia

  • ირიბი დისკრიმინაცია — სიტუაცია, როდესაც ვითომ და ნეიტრალური კანონი იწვევს უარყოფით შედეგებს ერთ ერთი სქესისათვის, რაც ობიექტური მიზეზებით არ არის გამართლებული. Source: გენდერული თანასწორობის საკითხები: ევროპული გამოცდილება და ქართული რეალობა, / [რედაქტორები: მაია… …   Georgian encyclopedia

  • უშუალო დისკრიმინაცია — უფრო ცუდი დამოკიდებულება და მოპყრობა ერთ ერთი სქესის მიმართ. Source: გენდერული თანასწორობის საკითხები: ევროპული გამოცდილება და ქართული რეალობა, / [რედაქტორები: მაია ბრანკა; მილენა მითაგვარია;] თბ., 2005 : „ქალთა პოლიგრაფიულ სერვისი” …   Georgian encyclopedia

  • ეთნიკური დისკრიმინაცია — როცა განსაზღვრული ჯგუფები განიცდიან სოციალურ ექსპლუატაციას ან წარმოადგენენ შეუწყნარებლობისა და სიძულვილის ობიექტს. ამის მაგალითია, ბოშათა ბედი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ანალოგიურ პრობლემას, ხშირად დაკავშირებულს რასისტულ… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»